კახაბერ კუპატაძე
თელავში მარგველაშვილი არასამთავრობოებს და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ და განსახორციელებელ ცვლილებებს. პრეზიდენტმა ამ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
პრეზიდენტი კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია" დღეს თელავიდან დაიწყო, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.





