imedi
ნადირაძე: თბილისში ხეებს ხელოვნურად ახმობენ და ჭრიან
პოლიტიკა

ირაკლი ნადირაძე
ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს. თბილისის საკრებულის წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისში, თაბორის მთაზე, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიზნესინტერესებს ათეულობით ხე ეწირება.
” ამ ტერიტორიაზე, რომელიც 39 ჰექტარს შეადგენს, უკვე გაიჩეხა ასობით ხე და დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიწებამდე თბილისის მერიას გზა მიეყვანა.“- განაცხადა ნადირაძემ. მისივე თქმით, ეს ტერიტორია იყო ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა ინტენსიური გამწვანებით და მათ შორის 10 ჰექტარზე 2007 წლიდან ბიძინა ივანიშვილს ევალებოდა არსებული ხე-ნარგავების შენარჩუნება და განვითარება. „ამ ყველაფრის ნაცვლად კი ხდება ამ ტერიტორიაზე, ხეების ხელოვნური გახმობა შემდგომში მათი მოჭრის მიზნით, რომელსაც ადასტურებს ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი წერილი”, -დასძინა დეპუტატებმა.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ უკვე უპასუხა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ამიტომ, ხელოვნურად ამ საკითხთან დაკავშირებით პედალირება და თემის წამოწევა არ არის აქტუალური,“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





