13 მარტი 2017, 17:16
თამარ ბუბაშვილი
თამარ ხულორდავა მთავრობის წევრებს პარლამენტში იწვევს
პოლიტიკა

კომიტეტის სხდომა
ფოტო: თამარ ბუბაშვილი
გაზიარება
მთავრობის წევრების ნაწილს უმრავლესობა პარლამენტში იწვევს. ინიციატივა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
თამარ ხულორდავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველო ევროპასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საჭიროა უვიზო მიმოსვლის დაწყებამდე შესაბამის მიმართულების მინისტრები კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. თამარ ხულორავამ ამის შესახებ კომიტეტზე ისაუბრა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ინიციატივაა და დეტალები უცნობია.





