13 მარტი 2017, 01:15
imedi
გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩს დაესწრო
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი რაგბის მატჩზე
ფოტო: ვლადიმერ ნონიევი
გაზიარება
ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ, დინამო არენაზე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა.
საქართველო-რუსეთს შორის "რაგბი ევროპის" ტურნირის ბოლოსწინა, მეოთხე შეხვედრა ანგარიშით 28:14 დამთავრდა.
შეხვედრის დასასრულს, მერაბ კვირიკაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. დავით კაჭარავას კი საიუბილეო 550-ე ლელოს დადებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.





