დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
პოლიტიკა
ბათუმი, სასამართლო
ვიდეო: დარეჯან ჩხიკვაძე
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი იმყოფება ბათუმში, სადაც საქალაქო სასამართლოში წუხელ მომხდარი მოვლენების გამო ორი დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთა უმეტესობა კი ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი კი სამშაბათისთვის გადაიდო.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





