პატრიარქმა, საკვირაო ქადაგებისას, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა
პოლიტიკა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში 11 და 12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა. ინფორმაციას Ipress ავრცელებს.
"ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვართ. სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი და ძალიან ვწუხავართ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ეს ხდება. მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა. სამწუხაოა ის, რომ ეს არაა სიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში, შვილებში, შვილებს უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა," - თქვა ილია მეორემ ქადაგებისას.





