12 მარტი 2017, 14:20
imedi
აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
პოლიტიკა

სოხუმი
გაზიარება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ე. წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბას განცხადებით, აფხაზეთში რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებელს ელოდებიან. მისი თქმით, მოწვევა გაეგზავნა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას იმ ქვეყნებში, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და რამდენიმე ათეულ უცხოურ ორგანიზაციას, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ეწევიან.
აფხაზური მედიის ცნობით, 2012 წლის არჩევნებზე აფხაზეთში 45 საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდა.





