რაქვიაშვილი: რა შედეგიც დღეს დილით გვაქვს, კარგი შედეგია
პოლიტიკა

დავით რაქვიაშვილი
"რა შედეგიც დღეს დილით გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგია, რადგან მოხდა შეკავება და აღარ გავრცელდა კრიზისი", - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.
პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს მდივანი და ადმინისტრაციის უფროსი ბათუმში იმყოფებიან. ისინი ვითარებას ადგილზე ეცნობიან. დავით რაქვიაშვილი და გიორგი აბაშიშვილი შს მინისტრთან და აჭარის მთავრობის წევრებს ხვდებიან.
"სიტუაცია დასტაბილურებულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვანდალური აქტი აღარ გრძელდება. პროცესის მართულობასა და დეტალებზე საუბარი, ალბათ, უფრო შსს-ს კომპეტენციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, არ ვიჩქარებდი და არ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში. ხელისუფლებისა და სპეცრაზმის პასუხი ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.





