imedi
პრემიერმა ბათუმის მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ვითარების დეესკელაციის მიზნით ადმინისტრაციული წესით ყველა პიიროვება გათავისუფლდა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მიერ სიტუაციის ესკალაციისთვის, სამწუხაროდ, ეს ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება, ასევე უნდა ვთქვა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ ცალსახაა. შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვროს მშვიდ გარემოში. დაბოლოს, საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზადაა, ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს", - განაცხადა პრემიერმა.





