ნათია სონღულაშვილი
თბილისში ნაცმოძრაობამ ბათუმის აქციასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართა
პოლიტიკა

სოლიდარობის აქცია თბილისში
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქცია გამართეს.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ როგორც მოქალაქეებს ისე დაშავებულ პოლიციელებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფკების უმოქმედობაზე საუბრობენ.
ანალოგიური აქცია ცოტა ხნის წინ ნაცმოძრაობამ ქუთაისშიც გამართა.
ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციები იწყება რუსთავსა და ზუგდიდშიც გაიმართება.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებული ექვსივე პირი მოინახულა და განაცხადა, რომ მათ დაზიანება არ აღენიშნებათ. დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას მათ მიმართ არ უძალადიათ. ამ დროისთვის დაკავებული ექვსივე პირი გათავისუფლებულია.





