საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინს ეწვევა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 11-13 მარტს ბერლინს ეწვევა. ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას. ყრილობას გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, ჩეხეთის პრემიერმინისტრი ბუჰუსლავ სობოტკა, პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიო კოშტა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრს და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს.
ირაკლი კობახიძე ბერლინში საქართველოს საელჩოსაც ეწვევა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკა სამხარაძე შედიან.





