მარიამ ბუღაძე
თბილისის საკრებულო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვას იწყებს
პოლიტიკა

თბილისი
ფოტო: არქივი
თბილისის მერია და „სითი ინსტიტუტი“ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს გენერალური გეგმის პროექტს წარუდგენენ. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი დავით ჟღენტი მიიჩნევს, რომ მერიამ პარკირების სივრცეებისთვის კონკრეტული ბაზრის კვლევა უნდა ჩაატაროს.
მისივე თქმით, ევროპულ საქართველოს კითხვები ექნება ასევე „პანორამა თბილისსა“ და შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით კი, საკრებულო მზადაა გენერალურ გეგმის პროექტში ყველა გონივრული შენიშვნა გაითვალისწინოს.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა, თუმცა მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ" გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოს გადაუგზავნა. დოკუმენტი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.





