სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
პოლიტიკა

მაგდა პაპიძე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.პაპიძის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო და არ განიხილა.გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მაგდა პაპიძის ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, სარჩელით ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ.ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ.ამის საფუძველზე პაპიძის მხარე საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა,თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





