ცოტნე გეგეჭკორი
საპატრიაქოს ტელევიზიაში ახალი ხელმძღვანელი მივიდა
პოლიტიკა

მიქაელ ფოფხაძე
ფოტო: ცოტნე გეგეჭკორი
საპატრიარქოს ტელევიზიაში მისი ახალი ხელმძღვანელი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე მივიდა .
"მეც დღეს გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ. ახლა მოვედი რომ შევხდე თანამშრომლებს და გავესაუბრო. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით" - აცხადებს მიქაელ ფოფხაძე.
9 მარტს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. ტელევიზიის თანამშრომლები მეუფეს მხარდაჭერას უცხადებდნენ და პატრიარქს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვდნენ, თუმცა პატრიარქის გადაწყვეტილება არ შეცვლილა.





