21 ივლისი 2018, 18:40
„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა
პოლიტიკა

დავით ბაქრაძე
გაზიარება
პარტია „ევროპულმა საქართველომ” 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა.
როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო.
დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2008-2012 წლებში კი, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.





