უსუფაშვილი-მარგველაშვილის ერთობა 1 აგვისტომდე გაირკვევა
პოლიტიკა
1 აგვისტომდე გახდება ცნობილი, შედგება თუ არა დავით უსუფაშვილის და გიორგი მარგველაშვილის ერთობა. მათ შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა. დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტისგან კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მასთან შეხვედრა ზომიერი ოპტიმიზმით დატოვა. ის გიორგი მარგველაშვილისგან პასუხს კონკრეტულ შეთავაზებაზე 1 აგვისტომდე ელოდება.
თუ მარგველაშვილი „შენების მოძრაობის“ ლიდერს უარს ეტყვის საპრეზიდენტო კანდიდატობაზე, მაშინ უსუფაშვილი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანამშრომლობა და „ახალი ცენტრისტული ძალის შექმნა" შესთავაზა. ამის შესახებ უსუფაშვილი მარგველაშვილის მისამართით დაწერილ ღია წერილში განაცხადა, რომელიც 5 ივლისს გამოქვეყნდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.





