გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ ორი ადამიანი დაგესლა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანმა ქვეწარმავალმა ორი ადამიანი დაგესლა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, პაციენტებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, მათ ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა ჩაუტარდათ და საფრთხე აღარ ემუქრებათ.
22 ივნისს, ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენელმა, შოთა ზანდუკელმა, "მაესტროს" ეთერში ილაპარაკა, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ გველი უკბენს.
რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხოველთა მონიტორიგნის სააგენტოში ამბობენ, რომ წელს გიურზის დაჭერის მხოლოდ 1 შემთხვევა იყო.




