ქეთევან ფარცხალაძე
სამართლიანი არჩევნები: საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს
პოლიტიკა

სხდომა
ფოტო: ქეთევან ფარცხალაძე
,,სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქმედითი და დროული ნაბიჯები გადაიდგას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირებლო მისიის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ".
ანგარიში საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს შეიცავს. აღნიშნულია, რომ საჭიროა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმა, გადაიხედოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების არსებული ნორმები, განისაზღვროს ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, გადაიხედოს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის რეგულაციები, კანონმდებლობით დაწესდეს გენდერული კვოტირება პარტიული სიებისთვის.
,,სამართლიანი არჩევნები" მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდა.





