imedi
უკრაინის პროკურატურა საქართველოს ყოფილ კონსულს ქონების მითვისებას ედავება
პოლიტიკა

თეიმურაზ ნიშნიანიძე
უკრაინაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, თეიმურაზ ნიშნიანიძეს ქვეყნის პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"ავრცელებს.
თეიმურაზ ნიშნიანიძე კიევი-ოდესის გზაზე გააჩერეს და ბრალიც იქვე წაუყენეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც თავადვე გამოაქვეყნა facebook-ზე.
ყოფილი გენერალური კონსული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. თეიმურაზ ნიშნიანიძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული და დღესვეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი. “ვაპირებ გამოძიებასთან ვითანამშრომლო, არსად დამალვას არ ვაპირებ", - ამის შესახებ ნიშნიანიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, პროკურატურა დაპატიმრებას ან გირაოს ითხოვს.





