მარიამ პაკაცოშვილი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" პარტიების დამფინანსებლებზე დოკუმენტს ასაჯაროებს
პოლიტიკა

ლევან ნატროშვილი
"საარჩევნო კამპანიის დაფინანსება საქართველოში: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები" - ამ თემაზე ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს წარადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ძირითადი აქცენტი პოლიტიკური პარტიების შემოსავლებსა და ხარჯებზე გაკეთდა.
"ტელეიმედთან" საუბარში მან აღნიშნა,რომ უპრეცენდენტო მაჩვენებელი "ქართული ოცნების" შემოსავლებსა და შემოწირულობებზე მოდის. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ნატროშვილის თქმით, დათვლილი და შესწავლილი დეკლარაციების მიხედვით დაადგინეს, რომ 8 ფიზიკური პირის მიერ გაკეთებული პარტიული შემოწირულობა მათ ქონებას აღემატება. ამ 8 პირიდან 3 უმრავლესობის წევრია. კონკრეტულ სახელებს და გვარებს ამ ეტაპზე "საერთაშორისო განჭვირვალობაში" არ ასახელებენ, თუმცა "ტელეიმედისთვის" ცნობილი გახდა,რომ ერთ-ერთი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძეა.





