10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: არქივი
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. „imedinews“-ის ინფორმაციით, ვაშაძეს კანდიდატად პარტიები ხვალ წარადგენენ.
10 ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" აფუძნებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატით იბრძოლებენ. ერთობა კანდიდატს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს, მანამდე კი დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
15 ივლისს „ახალი საქართველოს“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატზე და ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე იმსჯელეს.
Imedinews-ის ინფორმაციით, მმართველ პარტია" ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება და პარტია დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადებს მხარდაჭერას.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.





