16 ივლისი 2018, 11:58
გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება, – ამის შესახებ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა განაცხადა.
ბესიკ ამირანაშვილის თქმით, საუბრია დაახლოებით 25 შახტზე.
ტყიბულის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.





