10 მარტი 2017, 00:16
imedi
ტელევიზია პატრიარქს მეუფე პეტრეს დირექტორად დატოვებას სთხოვს
პოლიტიკა
გაზიარება
მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს, ტელევიზიის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
თანამშრომლების სახელით განცხადება დირექტორის მოადგილემ, დეკანოზ ზურაბ ცხოვრებაძემ გააკეთა. ისინი მეუფეს მხარდაჭერას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ ის დასაჯეს. ტელევიზიის თანამშრომლები პატრიარქს გადაწყვეტილების შეცვლას და მეუფე პეტრეს, ტელევიზიის დირექტორად დატოვებას სთხოვენ.





