გიორგი ვაშაძე: პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ
პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე
ფოტო: არქივი
„ახალი საქართველოს“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატზე და ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე იმსჯელეს.
„ეს იქნება სრულიად ახალი იდეის გარშემო გაერთიანება, რომელიც ახალ პერსპექტივას შესთავაზებს საქართველოს, ერთიან კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში და ძალიან მძლავრ გუნდს. ფაქტობრივად, ორ დღეში დავიწყებთ უკვე ახალი გუნდის ფორმირებას, რომელიც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩემს კანდიდატურაზე იყო შემოთავაზებები, თუმცა არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
37 წლის გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.





