რაჭის გუბერნატორი: მდინარე რიონში წყლის დონემ დაიკლო
პოლიტიკა

ფოტო: facebook
მდინარე რიონში წყლის დონემ დაიკლო,- ამის შესახებ Imedinews-ს რაჭის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
"მდინარე რიონში წყლის დონემ უკვე საგრძნობლად დაიკლო. მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონაში მუშაობს. სავარაუდოდ, 5-6 საათში ახალი გზა გაკეთდება. შესაბამისად, სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი გზა აღდგება. ინტენსიური სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,"- განმარტა ჯაფარიძემ.
რაჭაში გუშინ წყალდიდობა იყო. მდინარე რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა. გარემოს მოწყდა 60-მდე ოჯახი.ძლიერი წვიმის გამო წესი-ურავის საავტომობილო გზის ნაწილზე ჩამოიშალა კლდის მასა რის გამოც ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რაჭაში სტიქიამ მოსახლეობა რამდენიმე დღის წინაც დააზარალა.




