სოფიკო ბერიძე
რამდენიმე მოქალაქე სინოდისთვის წერილის გადაცემას ითხოვს
პოლიტიკა

აქცია საპატრიარქოსთან
ფოტო: სოფო ბერიძე
საპატრიარქოსთან რამდენიმე მოქალაქე შეიკრიბა. ისინი წმინდა სინოდისთვის წერილის გადაცემას ითხოვენ. როგორც ირკვევა, მოქალაქეები შავნაბადის მონასტრის წინამძღოლს მამა შიოს მოსახლეობის ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.
"მამა შიო არის წინამძღვარი. იმ მონასტერში არის ბერი, რომელსაც ჰქონდა საწარმო და საერთო ბიზნესის გამო სჭირდებოდა ფული. მამა შიოს კურთხევით ამ ბერმა ჩადო მრევლის ბინები, რომელსაც ახლა ეს ხალხი კარგავს. მამა შიო კი გვპასუხობს, მე არ მაინტერესებს ის უკვე განვკვეთეო. არადა, წილებს ერთად იყოფდნენ", - აცხადებს აქციის მონაწილე შალვა მაღრაძე.





