მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს
პოლიტიკა

საპატრიარქო
სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გადაყენებულია საპატრიარქოს ტელევიზიის, "ერთსულოვნების" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. მას აეკრძალა მედიასთან ურთიერთობა და, საეკლესიო წესების თანახმად, მიიღო პირველი გაფრთხილება. მეუფე აცხადებს, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ემორჩილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მწავედ მისი საკითხი განიხილებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სინოდმა შეუჩერა ღვთისმსახურების უფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, თუმცა ოფიციალურად საპატრიარქოს ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია.
სინოდის სხდომას, სავარაუდოდ, ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





