09 მარტი 2017, 14:08
ევროპული საქართველო პარლამენტში რუსთავი 2-ის დროშებით მივიდა
პოლიტიკა

გაზიარება
"ევროპული საქართველოს" წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოსახულებიანი დროშები საკუთარ მაგიდებზე დაამაგრეს და ამით "რუსთავი 2"-ს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ხელისუფლება და დეპუტატები არღვევენ სიტყვის თავისუფლებას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგაც კი, არ აღიარებენ პასუხისმგებლობას."
ელენე ხოშტარიას თქმით, პროტესტის ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებას მუდმივად შეახსენონ მათი ქმედებების შესახებ.





