ნანა ქაჯაია
ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდებიან
პოლიტიკა

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებმაც თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს, ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილსა და ქართული ოცნების დეპუტატებს ხვდებიან.
შეხვედრაზე "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარებულებული 30 ადამიანი იმყოფება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეხვედრას მედიაც დასწრებოდა, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი კი საკრებულოს შენობის წინ განაგრძობს პროტესტს. ისინი კარვების გაშლასაც გეგმავდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ დაზარალებულებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა, ამიტომ დაზარალებულებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს.
თბილისში, "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. ხანძარმა მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა საპროტესტო აქციები არა ერთხელ გამართეს.





