imedi
თალაკვაძე რუსთავი 2-ზე: ხელისუფლებას კრიტიკული და ობიექტური მედია სჭირდება
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით განცხადა, რომ "უცნაური სიხარული და ნიშნის მოგება, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მომდევნო თვეში დასრულდება." ინფორმაციას Ipress ავრცელებს.
"რუსთავი 2 "-თან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას. ვერანირი ჩარევა ვერ მოხდება ამ სფეროში და ბუნებრივია, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიღებულიყო, მე არ ველოდები ამ მიმართულებით რამე ცვლილებას. ყველა ჟურნალისტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძლეებს დამოუკიდებლად პროფესიულ საქმიანობას", - განაცხადა თალაკვაძემ.
"ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული მედია, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც მის საქმიაონობასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველოს არანაირი უკუსვლა არ ექნება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით", - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.
7 მარტს სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა.





