ნანა ქაჯაია
საკრებულოსთან ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების აქციას დაპირისპირება მოჰყვა
პოლიტიკა
აქცია საკრებულოსთან
ვიდეო: ნანა ქაჯაია
თბილისის საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულებმა აქცია გამართეს. ისინი კარვების გაშლასაც გეგმავდნენ, თუმცა საპატრულო პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს, ამიტომ დაზარალებულებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დაზარალებულები სახელმწიფოსგან დახმარებასა და მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხანძარმა მთელი მათი ქონება გაანადგურა. მოავჭრეების თქმით, მათ არც თბილისის მერი, არც პრეზიდენტი და არც პრემიერი, მოთხოვნის მიუხედავად, არ ხვდებიან.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





