09 მარტი 2017, 16:01
პაატა კუპატაძე
თიბილოვი დე-ფაქტო არჩევნებამდე პუტინს შეხვდება
პოლიტიკა

კრემლი, მოსკოვი
გაზიარება
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოსკოვში ჩავა. ლეონიდ თიბილოვს ვლადიმერ პუტინი მიიღებს.
9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე. წ. რეფერენდუმი ჩატარდება. ეს უკანასკნელი იმის გასარკვევად, უნდა თუ არა მოსახლეობას სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. თიბილოვის სურვილი "ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნებაა".





