თამარ გაზდელიანი
თბილისი C ჰეპატიტის პროგრამის შეხვედრას მასპინძლობს
პოლიტიკა

შეხვედრა
ფოტო: თამარ გაზდელიანი
C ჰეპატიტის აღმოფხვრის მეოთხე ეროვნულ სამუშაო შეხვედრას თბილისი მასპინძლობს.
შეხვედრის ძირითადი მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოქმედო გეგმის შეფასება და გადადგმული ნაბიჯების ანალიზი. პროექტის ფარგლებში ელიმინაციის სტარატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელმა სპეციალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებული იყო. პროექტს მხარს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი უჭერს.





