ხვალ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
პოლიტიკა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მარტს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მარტს:
10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2200 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მეორე სვირი, როდინაული და ხენთარო;
10:00-დან 17:30 საათამდე - 978 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე - 430 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში;
11:00-დან 18:00 საათამდე - 2936 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სართიჭალასა და მუღანლოში.





