imedi
მოწმე: მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა მზადდებოდა
პოლიტიკა

ირაკლი მამალაძე
მთავარი პროკურატურის მიერ დეკანოზის საქმის გამოძიების შუალედური შედეგების და მტკიცებულებათა ნაწილის გასაჯაროების შემდეგ, ბრალდების მთავარი მოწმე პოზიციას არ ცვლის.
"ვრჩები იმ აზრზე, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა მზადდებოდა. არ ვფიქრობ და არ ვჩერდები მხოლოდ შორენა თეთრუაშვილზე. ძალიან კარგად ვიცი ნაცვალსახელ "ჩვენ"-ში ვის გულისხმობდა", - ამბობს ირაკლი მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





