მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო
სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა დასრულდა. 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
"მხარეების გამოსვლა (30-30 წუთი) და მხარეების დამაზუსტებელი გამოსვლა (10-10 წუთი) დასრულდა. სხდომა დაიხურა. გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება", - აცხადებენ უწყებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მთავრობის სარჩელს განიხილავს. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მაშინ მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დადგინდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ კითხვის ნიშანი მისი საკნიდან სავარაუდო გაყვანის (2013 წლის 14 დეკემბერი) საქმეზე გაჩნდა.





