08 მარტი 2017, 18:04
ანა შეპკინა
ნაციონალმა ქალებმა გორში თავშესაფარი მოინახულეს
პოლიტიკა

შეხვედრა გორში
ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
'ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქალები დღეს გორში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარს ეწვივნენ, ბენეფიციარებს 8 მარტი მოულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მთავრობას მოუწოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მისივე თქმით, ეს აქცია სოლიდარობისა და თანადგომის ნიშნად დაიგეგმა.





