08 მარტი 2017, 16:28
თამარ კობახიძე
არასამთავრობოებმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი განიხილეს
პოლიტიკა

შეხვედრა Holliday inn-ში
ფოტო: თამარ კობახიძე
გაზიარება
ქალების ხმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში - ამ სახელწოდების კონფერენცია Holliday Inn-ში გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციის წევრებმა საკონსტიტუციო რეფორმა გენდერული თანასწორობის კუთხით მიმოიხილეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში ქალები უნდა ჩაერთონ. ისინი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. შეხვედრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა.





