ანა ბერუკაშვილი
თბილისში გაზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
პოლიტიკა

შემთხვევის ადგილი
ფოტო: ანი ბერუკაშვილი
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა. მეზობლების ინფორმაციით, დაზარალებულია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილი ხდება. რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სხეულის 20%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები, ეზოში კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. გაზის აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად ორი ბინაა დამწვარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი, დაახლოებით, 60-80 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა.





