ნატოს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში შეხვედრა გაიმართება
პოლიტიკა

ფოტო: Twitter
ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა.
12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიიღებს.
გუშინ ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში მომუშავე 49 არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მხარდაჭერისთვის მიმართა.
ნატოს სამიტს 11-12 ივლისს ბრიუსელი უმასპინძლებს.





