imedi
კვირიკაშვილი იტალიას ეწვია
პოლიტიკა

იტალიის პრემიერის რეზიდენცია, რომი
საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება იტალიელ კოლეგა პაოლო ჯენტილონის, საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოს, სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოს, ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას.
საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში, წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.





