imedi
კობახიძე: საქმეში - "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ" საქართველო გაიმარჯვებს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
"ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესს, ვინაიდან ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა. რადგან საქმე სტრასბურგში გრძელდება, მან უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება. ახლაც მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესს. თუმცა, კონტექსტი არის შეცვლილი - დღემდე საქმეს ერქვა "ხალვაში ყარამანაშვილის" წინააღმდეგ, ახლა საქმეს ჰქვია "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ" და ამ საქმეში საქართველო გაიმარჯვებს, ვინაიდან სიმართლე საქართველოს მხარესაა", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი საქართველოს უპირისპირდება და ამ დაპირისპირებაში საქართველო ყოველთვის იმარჯვებს.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, "რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 6 მარტს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა.





