07 მარტი 2017, 21:46
დარეჯან ჩხიკვაძე
ოზურგეთის მერი საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებს
პოლიტიკა

ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მერი
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გაზიარება
ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მერიის შენობა ისე დატოვა, რომ მას საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებასა და სუს-ის თანამშრომლების მის უწყებაში შესვლაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკვე რამდენიმე საათია მერიაში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები იმყოფებიან. თუ რა სახის დოკუმენტებს ეძებენ ისინი და რა ხდება შიგნით უცნობიან. შენობაში არავის არ უშვებენ.
სუს-ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ლაპარაკია 50 000 ლარზე.





