ქეთევან ფარცხალაძე
ნარმანია: ყველაფერს გავაკეთებთ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების დასახმარებლად
პოლიტიკა

დავით ნარმანია
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კომპეტენციის ფარგლებში "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებთან დაკავშირებით, - აცხადებს ქალაქის მერი.
დავით ნარმანიას განცხადებით, კრედიტების გადასავადებლად თუ სხვადასხვა ბაზრობაზე ადგილების გამოსაყოფად მერიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. უწყება მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავ გაუწიოს დახმარება დაზარალებულებს, თუმცა საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულებას ვერ აიღებს, რადგან ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, აცხადებს მერი.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





