07 მარტი 2017, 20:32
ლევან ჩუგოშვილი
ქართულმა ღვინომ იაპონიაში უმაღლესი ჯილდო მიიღო
პოლიტიკა

ტოკიო
გაზიარება
„ვაზიანი კომპანის“ საფერავმა იაპონიაში, "საკურას" კონკურსზე უმაღლესი ჯილდო Diamond Trophy მოიპოვა.
მანამდე აღნიშნულმა ღვინომ თებერვლის დასაწყისში „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელის სტატუსი მიიღო. „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
აღნიშნულ კონკურსში ქართულმა ღვინომ უკვე მეორედ დაიმსახურა ეს უმაღლესი ჯილდო. 2015 წელს “ბრილიანტი” (Diamond Trophy) კომპანია „ლუკასის“ ჩხავერმა მიიღო.





