ნინო არღვლიანი
მიშველაძე: პრეზიდენტისთვის მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი მისაღებია
პოლიტიკა

ეკა მიშველაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
"უნდა გავიაზროთ რომ არა მხოლოდ მისაღებ, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება,"- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა რუსთავი 2-ის თემაზე განაცხადა. ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ დაუშვებელია ევროპასთან დაახლოების ფონზე ჩნდებოდეს კითხვები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
"რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, აღვნიშნავთ, რომ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიულ პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა,"- განაცხადა მიშველაძემ და განმარტა, რომ "როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან გამოუკიდებლობას".
დღესვე პრეზიდენტის სახელით ეკა მიშველაძე პრემიერის ინიციატივასაც გამოეხმაურა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის სპესსპიკერი ამბობს, რომ კარგი იქნება მყარი მექანიზმების შემუშავება თუნდაც მედია ომბუდსმენის სახით. "ამ პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს სახალხო დამცველთან კოორდინაციაში,"- დასძინა ეკა მიშველაძემ.
გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გუშინ გამოვიდა.





