ნათია ბრეგვაძე
ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა
ფოტო: ნათია ბრეგვაძე
"ნაციონალური მოძრაობა" სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც გაუთქმელობის შესახებ პირობას ეხება. როგორც თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დასაცავად, გაუთქმელობის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში უნდა შევიდეს. სანამ სასამართლო შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარე ვალდებულია შეასრულოს გაუთქმელობის ვალდებულება.
შუამდგომლობის მიღებიდან 24 საათში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა გაუთქმელობის შესახებ, ან არ დაეთანხმოს პროკურატურას, რის შემდეგაც მხარეს შეეძლება საჯაროდ ისაუბროს საქმესთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობას დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, გაუთქმელობის პირობა ორივე მხარეს უნდა დაეკისროს.
მხარეს არ შეიძლება აეკრძალოს აწარმოოს კომუნიკაცია სახალხო დამცველთან სისხლის სამართლებრივი საქმის ირგვლივ, მათ შორის, მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
”ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგის მამალაძის წინააღდეგ წაყენებული ბრალის ირგვლივ ნათელი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის შესახებ საჯარო კომუნიკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში იმყოფება. ეს არღვევს მოქალაქის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებას - მხარეთა თანასწორობის პრინციპს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაობა" ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთანაც გამართავს.





