ირმა ებრალიძე
თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზენსფორუმი გაიმართება
პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტრო, შეხვედრა
პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, არად ბენკოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს გეორგ კარაბაჩეკს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიუხედავად, აქვთ ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი.
პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის გამო.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისში საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ორმხრივი ბიზნეს ფორუმიც გაიმართება, რომლის მუშაობაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.





