სოფიკო ბერიძე
მამა გიორგის ადვოკატები დღეს პროკურატურაში მივლენ
პოლიტიკა

ადვოკატები მატროსოვის ციხეში
ფოტო: სოფო ბერიძე
დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატები ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდებიან. დღეს ადვოკატები დაკავებულს საქმის მასალაბეს გააცნობენ და ერთობლივ პოზიციას ჩამოაყალიბებენ.
დღესვე მამა გიორგის ადვოკატები პროკურატურაში საგამოძიებო-საპროცესო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. კონკრეტულად რა ღონისძიება ჩატარდება, ამის შესახებ გიორგი ფანცულაია მედიასთან არ საუბრობს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა დღესვე გადაწყდეს მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების დაცვის საკითხი, რის შემდეგაც ბრალდებული სასულიერო პირი ჩვენების მიცემას გააგრძელებს.
ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზი დაასახელებს ყველა იმ პირის სახელს, რომელიც მას ემუქრებოდა.
გუშინ "კვირის პალიტრამ" დეკანოზის ჩვენების ნაწილი გამოაქვეყნა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





