დარეჯან პაატაშვილი
12 აგვისტო შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს
პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 12 აგვისტოს დასვენების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდიან.
12 აგვისტო 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღეა. დეპუტატები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციისკენ.
დიდგორობის, როგორც "სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის" აღნიშვნა კი მათი აზრით, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს.
ინიციატორები დეპუტატები ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე და კარლო კოპალიანი არიან.





